ანჩელოტი: "კატალონიელთა კრიზისს არ მივესალმები"
კარლო ანჩელოტის განცხადებით, "ბარსელონაში" არსებული პრობლემების გამო იგი დამწუხრებულია.
"ის რაც "ბარსელონაში" ხდება მე ნამდვილად არ მახარებს. კრიზისი ყველა გუნდს შეიძლება შეეხოს და როდესაც საქმე გრანდთან გვაქვს, ეს პრობლემას უქმნის სრულიად ქვეყნის ჩემპიონატის მრავალფეროვნებას. სიმართლე რომ გითხრათ, მე ჩემს გუნდზეც ბევრი საფიქრალი მაქვს და მირჩევნია დრო სწორედ ჩემს საქმეზე დავხარჯო და არა "ბარას" პრობლემების გაანალიზებაზე."
"მესის და ნეიმარის შეცვლაზე კომენტარის გაკეთება თავად გუნდის მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ და არა მე. ლუის ენრიკე უმაღლესი დონის სპეციალისტია და მან შესანიშნავად იცის რასაც აკეთებს. ვფიქრობ მისი არცერთი ქმედება ჩვენი დასაძრახი არ უნდა იყოს."
"მადრიდის "ატლეტიკოსთან" დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ მათ იდეოლოგიას. "როხი-ბლანკო" კარგად შეთამაშებული და გამოცდილი გუნდია. ვეცდებით საუკეთესო შემადგენლობით გამოვიდეთ მინდორზე და მოწინააღმდეგე დავამარცხოთ."
"საინტერესოა როგორ ითამაშებს ფერნანდო ტორესი. იგი "ატლეტიკოში" დაბრუნდა უდიდესი გამოცდილებით. ვფიქრობ ესპანელი ფორვარდის გაჩერება ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება."
"რაც შეეხება გარეთ ბეილს... იგი უნიჭიერესი ფეხბურთელია. მე მისი შეცვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ფეხბურთელები მის მომარაგებას ვერ ახერხებდნენ გადაცემებით. ბევრს ჰქონია, რომ უელსელი ვარსკვლავი იმიტომ გავიყვანე მინდვრიდან, რომ პირისპირ გასულმა პასი არ გააკეთა. ჩემი აზრით, სწორადაც მოიქცა, რადგან იმ ეპიზოდში თანაგუნდელისთვის ბურთის გადაწოდება უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე კარში დარტყმა. მინდა აღვნიშნო, რომ ბეილი ჩემი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და მის თითოეულ გადაწყვეტილებას ვენდობი და პატივს ვცემ."
"მართალია მესტალიაზე დავმარცხდით, თუმცა ბრძოლას და ვარჯიშს ვაგრძელებთ და დარწმუნებული ვარ სეზონის მიწურულს გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმებთ უდიდესი გამარჯვებით."
"კოპა დელ რეიზე ჩემი გუნდის კარს კეილორ ნავასი დაიცავს. რაც შეეხება დანარჩენ ათ მოთამაშეს, ჯერ-ჯერობით არ გადამიწყვეტია, თუ ვინ მოხვდება სასტარტო შემადგენლობაში. სასურველია გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდეს მინდორზე და "ატლეტიკო" დავამარცხოთ."
Marca.com
- 6 იანვარი 2015
- 4 052
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.