რონალდო კვლავ საუკეთესოა
კრიშტიანო რონალდომ ახალი წელი გოლით დაიწყო.
მართალია მესტალიაზე სამეფო კლუბი "ვალენსიას" წინააღმდეგ დამარცხდა და რონალდოს გოლს გარდამტეხი მნიშვნელობა არ შეუტანია დაპირისპირებაში, თუმცა CR7–ის მიერ შესრულებულ პენალტს მაინც ჰქონდა ეფექტი, რადგან მიმდინარე სეზონში შეგდებული ბურთების 46% სწორედ რონალდოს სახელზეა.
სამეფო კლუბმა მიმდინარე სეზონში 56 გოლის გატანა შეძლო. აქედან 26–ჯერ თავის გამოჩენა კრიშტიანომ შეძლო. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე კარიმ ბენზემაა, რომელსაც გატანილი ბურთების 14% ეკუთვნის.
- 6 იანვარი 2015
- 2 069
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.