პირველი მარცხი დერბის შემდეგ
მადრიდის "რეალის" წაუგებელი სერია შეწყდა.
თანმიმდევრული გამარჯვებების იმედის მქონდე მადრიდელებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. "თეთრები" მესტალიაზე "ვალენსიასთან" 2-1 დამარცხდნენ და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო რეკორდი ვერ დაამყარეს.
თუმცა მათ მაინც შეძლეს საუკეთესო მაჩვენებლის დაფიქსირება ესპანეთის მასშტაბით. აქამდე ზედიზედ 18 მატჩში მოპოვებული გამარჯვებებით ლიდერობდა ფრანკ რაიკაარდის გაწვრთნილი ბარსელონა. ეს რეკორდი კატალონიურმა კლუბმა 2005-06 წლების სეზონში დაამყარა. წელს კი კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ეს მაჩვენებელი გააუმჯობესეს და 22 შეხვედრით ესპანური ფეხბურთის ისტორიის რეკორდსმენები გახდნენ.
13 სექტემბერს მადრიდულ დერბიში დამარცხების შემდეგ, ანჩელოტიმ ახალი ტაქტიკის ძიება დაიწყო, თუმცა ამ ფაქტს შეეწირა "სოსიედადთან" მატჩი, რომელიც "თეთრებმა" დათმეს. 16 სექტემბრიდან კი ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებულმა გამარჯვებამ (5-1) მადრიდელებს რწმენა შემატა და ოთხ იანვრამდე ჩატარებული ყველა დაპირისპირება მოიგეს.
"რეალმა" ამ ხნის განმავლობაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის თასი აღმართა, გაიტანა 80 გოლი და გულშემატკივარს თავი მრავალი სასიხარულო ფაქტით დაამახსოვრა.
Marca.com
- 5 იანვარი 2015
- 2 106
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.