ბრძოლით გადაღლილი მადრიდის "რეალი"
დიდხნიანი, გაუთავებელი ომის შემდეგ მადრიდის "რეალი" გადაიღალა და საბოლოოდ მესტალიაზე მარცხი განიცადა.
"ვალენსიას" ფეხბურთელებმა იგრძნეს, რომ "მერენგები" ფორმიდან იყვნენ ამოვარდნილი და სწორედ ამის ხარჯზე დაჯაბნეს ისინი. ბევრია საუბარი იმაზე, რომ "თეთრების" ძირითადი შემადგენლობა გადაიღალა და მათ დასვენება სჭირდებათ.
კარლო ანჩელოტის ფეხბურთელებმა საერთო ჯამში 98.54 კილომეტრი გაირბინეს, რაც მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
"ვალენსიას" წინააღმდეგ ჩვენ არ გვინახავს "ბლანკოსის" ჩვეული გაბრწყინება, იდეალური კომბინაციები და კონტრ იერიშები, რომელსაც მათ გასულ სეზონში მიგვაჩვიეთ. უსახური ფეხბურთი განსაკუთრებით მეორე ტაიმში ვიხილეთ. შეხვედრის პირველი ნახევრისგან გასხვავებით ვალენსიელებმა თავიანთ თავში ირწმუნეს, მომენტები გამოიყენეს და დაღლილ მადრიდის "რეალს" ქულები წაართვეს.
"თეთრებმა" წინა მატჩთან შედარებით შვიდი კილომეტრით ნაკლები მანძილი დაფარეს. კარლო ანჩელოტის გუნდს ურთულესი მატჩების ჩატარება უწევს იანვრის თვეში. მადრიდის "რეალს" "ატლეტიკოსთან" და "ბარსელონასთან" ელის მატჩები. უმჯობესი იქნება თუ "პაპა კარლო" რამეს მოიმოქმედებს და გადაქანცულ სამეფო კლუბს გამოაცოცხლებს.
Marca.com
- 5 იანვარი 2015
- 2 773
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.