რამოსმა, ისკომ და ხესემ ბავშვები მოინახულეს
მადრიდის "რეალის" მიერ შექმნილმა გაერთიანებამ, რომელსაც ჰქვია "Ningún niño sin regalo" კიდევ ერთი ქველმოქმედება გამართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სერხიო რამოსმა, ისკომ და ხესე როდრიგესმა. ასევე საღამოზე მიწვეულნი იყვნენ, ენრიკე სანჩესი, ემილიო ბუტრაგენიო და ხესუს ფერმოსელი. ეს უკანასკნელი სწორედ გაერთიანება "Ningún niño sin regalo"-ის პრეზიდენტია.
სამეფო კლუბის სამმა ფეხბურთელმა ოცდაათამდე ბავშვს სათამაშოები დაურიგა. უკანასკნელი ექვსი ღონისძიების განმავლობაში, დაახლოებით 1'500-მდე საჩუქარი დარიგდა.
Realmadrid.com
- 5 იანვარი 2015
- 1 217
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.