ხესუს მორეირა:"კაზემიროსთვის უმჯობესი პორტუგალიაში დარჩენა იქნება"
A Bola-სთან ინტერვიუში ბრაზილიელი ფეხბურთელის, კაზემიროს პირველმა მწვრთნელმა, ნილტონ ხესუს მორეირამ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა პორტუგალიაში არნახული პროგრესი აჩვენა და ის მადრიდის "რეალში" არ უნდა დაბრუნდეს...
"კაზემირო ძალიან ნიჭიერი მოთამაშეს, ის პორტუგალიაში შესანიშნავად ასპარეზობს და "პორტოს" ერთ-ერთ წამყვან ფიგურადაც მოგვევლინა. ახალგაზრდა ფეხბურთელის გოლმა ყველა შოკში ჩააგდო, ის შესანიშნავ დარტყმას ფლობს."
"მიუხედავად არაშემტევი პოზიციისა ის ხშირად ახერხებს მეტოქის კარში ბურთის გახვევას."
"კაზემიროს ადგილი "ბლანკოსში" არ არის. ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნების შემთხვევაში მას კვლავ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევს, რაც მომავალს მოუსპობს, ამიტომ სჯობს "პორტოში" დარჩეს და კიდევ უფრო მოუმატოს."
"კაზეს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გზა გახსნილი აქვს, ის დიდ სარგებელს მოუტანს ეროვნულ გუნდს."
- 5 იანვარი 2015
- 1 566
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.