პოლ კლემენტეს "ნიუქასლი" იხმობს
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწეზე ნამდვილი ბრძოლაა გამოცხადებული. Daily Mirror-ის ინფორმაციით "ახალციხელები" ალან პარდიუს შემცვლელად სწორედ ანჩელოტის დამხმარეს განიხილავენ...
კლემენტე ანჩელოტის "ჩელსიში" და "პსჟ"-ში ეხმარებოდა, ახლა კი სამეფო კლუბშიც გადმოჰყვა, თუმცა მას მთავარ მწვრთნელად არ უმუშავია, ინგლისელები კი თვლიან, რომ პოლს შესანიშნავი ხედვა და გამოცდილება აქვს და ის პრემიერლიგას ალღოს მარტივად აუღებს.
გარდა "ნიუქასლისა" პოლის კანდიდატურით რამდენიმე საშუალო დონის კლუბია დაინტერესებული.
- 5 იანვარი 2015
- 1 263
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.