ხუთი გასაოცარი გამარჯვება მესტალიაზე
"ვალენსიას" სტადიონი, მესტალია მადრიდის "რეალისთვის" იღბლიანია.
"თეთრების" უკანასკნელი ხუთი ვიზიტი ამ მოედანზე წარმოუდგენლად საინტერესო იყო. "ბლანკოსმა" ამ ხუთ დაპირისპირებაში 21 გოლის გატანა მოახერხა და მხოლოდ ცხრა გაუშვა. რაც იმას ნიშნავს, რომ "მერენგები" საშუალოდ 4.2 ბურთის შეგდებას ახერხებენ ერთ მატჩში.
"რეალმა" "ვალენსიას" დამარცხება გასვლით შეხვედრაში 33-ჯერ შეძლო, 21 დაპირისპირება ფრედ დასრულდა, ხოლო 25 შეხვედრაში "ბლანკოსი" დამარცხდა.
მესტალიამ აგრეთვე სხვა ფაქტებითაც დაამახსოვრა მადრიდელ გულშემატკივარს თავი. მაგალითად 2009-10 წლების სეზონში პეპეს მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ, კალეხონისა და ჟოზე მოურინიოს სახალისო ზეიმმა, რონალდოს გოლმა და 1-3 ბრწყინვალე გამარჯვებამ, რომელიც კლუბს ძალიან სჭირდებოდა.
აგრეთვე მადრიდისტების მეხსიერებაში ძალიან ღრმად ჩაიბეჭდა 2010-11 წელს გამართული გასვლითი მატჩი "ვალენსიას" წინააღმდეგ, რომელიც სამეფო კლუბმა 6-3 გაიმარჯვა. მაშინ იდეალურად იასპარეზა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, კაკამ, რომელმაც დუბლი გაიფორმა.
As.com
- 4 იანვარი 2015
- 2 124
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.