მადრიდის "რეალი" - "ბარსელონა" [პრევიუ]
როგორც მოგეხსენებათ, 27 დეკემბერს საკალათბურთო "ელ კლასიკო" შედგება მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის.ალბათ, ზედმეტი იქნება ამ თამაშის მნიშვნელობაზე საუბარი.მაშასადამე, გადავხედოთ მცირე სტატისტიკას.
აღნიშნულ სეზონში, გუნდები საკმაოდ წარმატებულად გამოდიან "ეი სი ბი" ლიგაზე.მესამეტე ტურის თავზე მადრიდელების მონაგარი 11 მოგება და 2 წაგებაა, ხოლო ბარსელონელთა აქტივში 12 გამარჯვება და 1 მარცხია.როგორც ხედავთ, სატურნირო თვალსაზრისითაც, უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი მოელის საკალათბურთო მსოფლიოს.
ეტორე მესინას სერხიო ლულისა და ტომაშ სპიეგელის გარეშე მოუწევს მეტოქის "დაჩაგვრა."ამ კალათბურთელებს ტრავმები აწუხებთ.
რაც შეეხება "მერენგუესისა" და კატალონიელებს ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას, სამეფო გუნდი უდავო ლიდერია.ეს გუნდები ჯამში 157-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.აქედან "რეალმა" 86 თამაშის მოგება მოახერხა.აღსანიშნავია, რომ "თეთრები" საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობენ საკუთარ კედლებში ბარსელონელების წინააღმდეგ.მათ შინ გამართული თამაშებიდან 50-ში მოიპოვეს გამარჯვება, ხოლო 27-ში დათმეს.
მაშ ასე, "ვისტალეგრეზე" სუპერ თამაში გაიმართება!
- 27 დეკემბერი 2009
- 2 492
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.