ანჩელოტი: „რამოსის ასპარეზობა სათუოა“
სამეფო კლუბის იტალიელმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, „ვალენსიასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
„სერხიო კარგად გრძნობს თავს, თუმცა მისი საკითხი, დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გაირკვევა.თუ ანდალუსიელმა მცველმა ყოველგვარი პრობლემევის გარეშე იმუშავა, „ღამურებს“ წინააღმდეგ ითამაშებს.ცხადია, რისკზე წასვლას არ ვაპირებთ.“
„განვლილი სეზონის შემდეგ, ვალენსიელებმა სათამაშო სტილი შეცვალეს, რისი წყალობითაც, გაცილებით სახიფათო ძალად იქცნენ..ისინი კარგად გამოიყურებიან ბოლო შეხვედრებში.ვგონებ, საკმაოდ რთული მატჩი გველოდება.“
„ამ ეტაპზე ვერაფერის ვიტყვი „კოპა დელ რეის“ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.ჩვენ მხოლოდ „მესტალიაზე“ ვფიქრობთ.რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობაში ჯანმრთელი და კარგ ფიზიკურ კონდიციებში მყოფი მოთამაშეები გამოვლენ.“
„იანვრის თვე მატჩებით არის დახუნძლული და ბუნებრივია, რიგ შემთხვევებში შემადგენლობის გადახალისებაც მომიწევს, რაც დამატებით მოტივაციას შემატებს სათადარიგოზე მსხდომ ფეხბურთელებს.ჩვენთვის „რეალის“ თითოეული წევრი მეტად ნიშანდობლივია.ყველას მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.სამეფო თასს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ.გუნდი ყველა ტურნირზე ბოლომდე იბრძოლებს.“
„ჩემი აზრით, ხამესი უფრო ნაყოფიერი დაცვითი თამაშით გამოირჩევა, ვიდრე ისკო.უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელი უკან ჩამოსვლაზეც ფიქრობდეს.ცხადია, თავგანწირვისა და ბრძოლისუნარიანობის გარეშე არაფერი გამოვა.“
„„მილანთან“ მარცხზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რამეთუ ამხანაგური შეხვედრა იყო.განვლილი პაექრობა, „ვალენსიასთან“ წინასამატჩო მოთელვისათვის გამოვიყენეთ.“
„დიახ, კიდევ გავიმეორებ, რომ შარშანდელ სეზონში ხესეს რომ არ მიეღო ტრავმა, აუცილებლად მოვიგებდით პრიმერასაც.საბედნიეროდ, ახლა კომფორტულად გრძნობს თავს ახალგაზრდა შემტევი.“
„ოტამენდისა და ნეგრედოს დამატების შემდეგ, „ღამურები“ საგრძნობლად გაძლიერდნენ.ისინი სოლიდურად გამოიყურებიან დაცვითიი ფუნქციების შესრულების დროს.“
AS
- 3 იანვარი 2015
- 2 479
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.