როდრიგო: "სამეფო კლუბში თამაში დიდი პატივი იყო, ახლა კი მათ დავუპირისპირდები"
მოგეხსენებათ ხვალ გაიმართება დაპირისპირება "ვალენსიასა" და მადრიდის "რეალს" შორის.
ამჟამად ვალენსიელების ღირსებას იცავს სამეფო კლუბის აღზრდილი ფეხბურთელი, როდრიგო, რომელიც ზაფხულში "ბენფიკადან" გადავიდა. იგი მოხარულია, რომ "ბლანკოსთან" შეხვედრა მოუწევს და ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"როდესაც 17-18 წლის ვიყავი, მადრიდის "რეალის" აკადემიაში ვირიცხებოდი. სწორედ მაშინ დავიწყე ჩამოყალიბება, როგორც ფეხბურთელად და არასდროს დამავიწყდება "თეთრების" გასახდელში არსებული გარემო და შემართება. ჩემთვის დიდი პატივი იყო "მერენგების" რიგებში თამაში, თუმცა ახლა მე მათი მოწინააღმდეგე ვარ და ვეცდები "რეალის" კარში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გავიტანო და "ვალენსიას" გულშემატკივრების გავახარო."
Bernabeudigital.com
- 3 იანვარი 2015
- 1 630
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.