ვარანი - ოქროს ალტერნატივა
რაფაელ ვარანი მიმდინარე წელს კარლო ანჩელოტისთვის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდა...
ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 19-ჯერ შეძლო მოედანზე გასვლა. უმეტესწილად რაფა ძირითად შემადგენლობაში გვევლინებოდა, რაც ხან სერხიო რამოსის, ხანაც კეპლერ პეპეს პრობლემით იყო გამოწვეული.
ვარანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრია და მან რამდენჯერმე კაპიტნის სამკლაურიც ჩაიბარა, ის მაღალკვალიფიციურ მოთამაშედ ითვლება, რომელსაც აუცილებლად ჩაბარდება სამეფო კლუბის დაცვის ხაზი.
ლა ლიგის მომდევნო ტურში, სადაც კარლო ანჩელოტის კლუბი "მესტალიას" ესტუმრება, ძირითად შემადგენლობაში რაფას მოიაზრებენ, რადგან სერხიო რამოსმა მცირე ტრავმის მოშუშება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა.
ვარანი ოქროს ალტერნატივაა როგორც ჩემპიონთა თასზე, ასევე ლა ლიგის ნებისმიერ მატჩსა და Copa Del Rey-ზეც.
- 3 იანვარი 2015
- 2 383
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.