დიეგო ლოპესი: "ლა დესიმას მოგებაში ჩემი წვლილი შევიტანე"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა და "მილანის" ამჟამინდელმა კიპერმა, დიეგო ლოპესმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებაში მან თავისი წვლილი შეიტანა და ამით უბედნიერესია.
"ლა დესიმას მოგებაში მე ჩემი წვლილი შევიტანე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს იკერ კასილასი ატარებდა, მე სათადარიგოთა სკამიდან მთელი გულით ვგულშემატკივრობდი თანაგუნდელებს. ეს იყო მთელი კლუბის გამარჯვება."
"მე და იკერს ძალიან თბილი ურთიერთობა გვაკავშირებს. იგი ჩემი უახლოესი მეგობარია. "მილანში" აგაზი და აბიატი ძალიან დიდ დახმარებას მიწევენ. ისინი მაჩვევენ სათამაშო სტილს, რის გამოც მათ უდიდეს მადლობას მოვახსენებ."
"უყურადღებოდ ვერ დავტოვებ ფერნანდო ტორესის დაბრუნებას მადრიდის "ატლეტიკოში". იგი წლების მანძილზე "როხი-ბლანკოს" კაპიტანი იყო და სწორედ აქ აიდგა ფეხი. როგორც ყოფილ თანაგუნდელს და თანამემამულეს მინდა წარმატებები ვუსურვო."
Marca.com
- 3 იანვარი 2015
- 3 057
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.