რაფაელ ვან დერ ვაარტი: ,,ბრძოლას გავაგრძელებ კაკას დაბრუნების შემდეგაც"
ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ვან დერ ვაარტმა, რომელიც ახლა ჰოლანდიაში ისვენებს ისაუბრა საკუთარ შესანიშნავ მომენტებზე მადრიდში, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში განიცადა. ის ყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას უსურვებს.
გჯეროდათ, რომ 2009 წელს ასე დაასრულებდით?
ეხლა სწორედ ის მომენტია, რომ საკუთარი თავი კიდე უფრო წარმოვაჩინო. სიმართლე გითხრათ ამის ნაკლებად მჯეროდა.
ნერვიულობდით?
რა თქმა უნდა ვნერვიულობდი, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლე და შედეგიც სახეზეა.
ძალიან გასაკვირია, რომ ფეხბურთელს, რომელიც სამშობლოში ძალიან პოპულარულია მადრიდში არ აფასებდნენ...
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გამარჯვება მწყუროდა. მე მოვიპოვე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ადგილი და ვეცდები, რომ ის არასოდეს დავთმო. უზომოდ ბედნიერი ვარ.
თქვენ არ დარდობთ იმის შესახებ, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა? რონალდო, ბენზემა იგუაინი...
უდიდესი პატივია მათ გვერდზე თამაში. ისინი ნამდვილი ვარსკვლავები არიან და მათთან ერთად ასპარეზობა ძალიან მიადვილდება. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს მეტ ბურთს.
იკერი გახარებულია გუნდის პროგრესით, განსაკუთრებით კი თქვენიტ...
ძალიან ადვილია მათთან ერთად თამაში. მე მქონდა რთული პერიოდი, მაგრამ პროტესტს არ გამოვთქვამდი. მე არ ვადანაშაულებდი ამაში მწვრთნელს, ხოლო ფეხბურთელები ყოველთვის გვერდში მედგნენ,
ეს თქვენი საუკეთესო პერიოდია რეალში გადასვლის შემდეგ?
რა თქმა უნდა.
რა მოხდება კაკას დაბრუნების შემდეგ?
ის უნიკალური ფეხბურთელია, მაგრამ რა თქმა უნდა ბრძოლას გავაგრძელებ კაკას დაბურნების შემდეგაც.
თქვენ ერთად თამაში შეგიძლიათ?
რატომაც არა. მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია. არ ვარ მოხარული იმის გამო, რომ მე თამაში მისი ტრავმის გამო მომიწია. ამ წუთისთვის ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
რას ამბობენ თქვენი ნათესავები?
ისინიც ბედნიერები არიან იმის შესახებ, რომ მე კარგად ვითამაშე სარაგოსასთან.
რა ითხოვს ვდვ 2010 წლისგან? სტაბილურობას?
რა თქმა უნდა. ასევე მინდა მოვიგო ის ორი ტიტული, რომლის მოგებაც შეგვიძლია.
თქვენი აღმავლობა, ცოლის გამოჯანმრთელების შემდეგ დაიწყო...
მე და ჩემი ცოლი ყველაფრით კმაყოფილები ვართ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ გუნდზე და მადრიდში კარგად ვგრძნობთ თავს. არსად წასვლას არ ვაპირებ.
როგორ მიდის პატარა დამიენის საქმეები?
ეს აქტიურია, როგორც გარეული ცხოველი. როდესაც მე 2 გოლი გავიტანე მან ჩემ ცოლს დაურეკე და უთხრა: ,, მამა გაიტანა". ის პატარაა, მაგრამ იცის, რომ მე მადრიდის რეალის ფეხბურთელი ვარ.
თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია 2010 წლის მუნდიალამდე პრაქტიკის მიღება...
დიახ. ჩვენმა მწვრთნელმა მითხრა, რომ სანამ მუნდიალი დაიწყება, სათამაშო დრო აუცილებლად უნდა მქონდეს.
ბარსამ 6 ტიტული მოიგო. იქნება რეალი ,,ბლაუგრანაზე" უკეთესი 2010-ში?
ახლა ყველა მათზე ლაპარაკობს. მათ საკუთარი სტილი აქვთ და ჩვენ არ გვშურს მათი და თუ თამაში ასე გავაგრძელეთ მერწმუნეთ, რომ შედეგი აუცილებლად იქნება.
რას იტყვით ლიონზე?
ამაზე უკვე ბენზემამ ისაუბროს.
ბედნიერ 2010 წელს გისურვებთ...
თქვენც ასევე.
ინფორმაციის წყარო:as.com
- 27 დეკემბერი 2009
- 1 889
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.