"მესტალიაზე" რაფაელ ვარანსა და ფაბიო კოენტრაუს ელიან
მოგეხსენებათ, მარსელო ვიეირას და სერხიო რამოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, აქედან გამომდინარე "მესტალიაზე" მათი შემადგენლობაში მოხვედრა ფაქტობრივად გამორიცხულია...
დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე მარსელომ გაცილებით მეტი დატვირთვა მიიღო, ვიდრე სერხიო რამოსმა, თუმცა ბრაზილიელის თამაში მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
სამეფო კლუბი "ღამურებს" შესუსტებული შემადგენლობთ ესტუმრება, რადგან ძირითადი 11 მოთამაშიდან სამს ტრავმა აწუხებს. კარლოს ვერ დაეხმარება დაცვის ორი ლიდერი და ლუკა მოდრიჩი, რომელიც უკვე დიდი ხანია აღდგენით პროცესს გადის.
სერხიო რამოსის შემცვლელად მოედანზე რაფა ვარანი მოგვევლინება, რომელმაც ესპანელი არაერთხელ შეცვალა, ის ასევე კარგად ცვლიდა კეპლერ პეპეს. მარსელო დანაკლისს კი ფაბიო კოენტრაუ შეავსებს, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე ორჯერ ჰქონდა ტრავმა, ახლა კი თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა.
ლუკა მოდრიჩის შემცვლელად, ტრადიციულად ფრანცისკო ალარკონი სახელდება, თუმცა არ არის გამორიცხული მოედანზე ასიერ ილიარამენდი ვიხილოთ.
- 2 იანვარი 2015
- 2 232
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.