გუნდმა წლის პირველი ვარჯიში გამართა
მადრიდის "რეალი" 2015 წელს პირველად შეიკრიბა "ვალდებებასის" საწვრთნელ ბაზაზე და "ვალენსიასთან" დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყო...
კარლო ანჩელოტის განკარგულებაში ასევე იყო კასტილიელი მედრანი, რომელსაც ახალგაზრდულ კლუბში შესანიშნავი სეზონი აქვს.
სერხიო რამოსი აღდგენით კურსს გადის, ანალოგიურის თქმა შეიძლება ლუკა მოდრიჩზეც, თუმცა ხორვატი მინიმუმ 1 თვის მანძილზე ვერ შეძლებს 100%-იანი დატვირთვის მიღებას.
გუნდმა ძირითადი ყურადღება კუნთების გაძლიერებასა და დრიბლიგებზე გაამახვილა, ფეხბურთელებმა სხვადასხვა სახის სამუშაო შეასრულეს.
იკერ კასილასი, კეილორ ნავასი და პაჩეკო მეკარეთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ.
- 2 იანვარი 2015
- 1 649
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.