Daily Star:"მანჩესტერელები რამოსს წლიურად 9 მილიონს სთავაზობენ"
ცნობილი ბრიტანული გამოცემა "Daily Star" აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანჩესტერ "იუნაიტედის" მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა ხელმძღვანელობას სერხიო რამოსის შეძენა სთხოვა...
საქმე იმაშია, რომ დაცვაში არსებულ პრობლემებს ინგლისელები ვერაფრით ალაგებენ, ფეხბურთის ჰოლანდიელ სპეციალისტს კი სერხიო საუკეთესო ვარიანტად მიაჩნია, აქედან გამომდინარე "მსუყე" შეთავაზებით ეცდება ფეხბურთელის დაყოლიებას.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა ოდენობის თანხას შესთავაზებენ ინგლისელები ფლორენტინო პერესს, მაგრამ რამოსის დაყოლიება მათ 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ სურთ. სერხიოს 5 წლიან ხელშეკრულებას შესთავაზებენ, ამ ხნის მანძილზე ესპანელი ფეხბურთელი 45 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
გარდა "წითლებისა" რამოსის შეძენა ლონდონის "არსენალსა" და "ჩელსისაც" სურს, მაგრამ რამდენად დათანხმდება კარლო ანჩელოტი საკუთარი გუნდის უდავო ლიდერის გაშვებას მეორე საკითხია.
- 30 დეკემბერი 2014
- 2 510
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.