"რეალმა" დუბაიში ივარჯიშა
კარლო ანჩელოტიმ დღეს საკუთარი შეგირდები დუბაის სავარჯიშო კომპლექსში მოამზადა...
მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 22 მოთამაშე იყო. ფეხბურთელები ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ემზადებიან, რომელიც თბილისის დროით 22 საათსა და 55 წუთზე აიღებს სტარტს.
აღსანიშნავია, რომ ამავე ბაზაზე ივარჯისა "მილანმაც", ფილიპო ინძაგი კარლო ანჩელოტისთან მივიდა და რამდენიმე წუთის მანძილზე ისაუბრა. ყოფილი შეგირდისა და მწვრთნელის შეხვედრამ შესანიშნავ ვითარებაში ჩაიარა, ხვალ კი ისინი ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან.
- 29 დეკემბერი 2014
- 2 879
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.