მოდრიჩი:"განსაკუთრებულ წლებში 2014-იც შევა"
ლუკა მოდრიჩის განცხადებით, მისთვის 2014 წელი განსაკუთრებული იყო, ანალოგიურის თქმა შეიძლება 2007, 2008 და 2011 წელზეც, როდესაც ის საკუთარ ქვეყანაშიც აღიარეს...
"მნიშვნელოვანი წელი იყო, რადგან კოლექციას 4 მნიშვნელოვანი ტიტული შევმატეთ, თანაც ერთ-ერთი ჩემპიონთა თასია, რომელიც მადრიდისტებისთვის საოცნებო იყო."
"საუკეთესო შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნთან" გავმართეთ, როდესაც მეტოქე 0-4 გავანადგურეთ. ამას არავინ მოელოდა. მახსოვს, "ბერნაბეუზე" დაფიქსირებული შედეგის შემდეგ ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა "ბლანკოსის" ფინალში გასვლას, რადგან 1-0 არასაკმარის რეზულტატად მიაჩნნდათ."
"კრიშტიანო რონალდუსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებს, ჩვენ ახლო მეგობრები ვართ. შვიდიანს ყოველთვის გვერდში ვუდგავარ და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ."
"კარლო ანჩელოტი? ის ძალიან ემოციურია, თუმცა ყოველთვის ცდილობს სტაბილურობა შეინარჩუნოს, იტალიელსგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი."
- 29 დეკემბერი 2014
- 1 724
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.