ანჩელოტი: "ტორესთან ერთად "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაში საინტერესოა"
კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა
ისევ "მილანის" წინააღმდეგ: "განსაკუთრებული თამაში იქნება. "მილანთან" დიდი ისტორია მაკავშირებს და განსაკუთრებულად მიყვარს ეს კლუბი. მისი მწვრთნელი კი ჩემი შეგირდი იყო"
საინტერესო თამაში იქნება: "მოსამზადებელი მატჩია და ორივე გუნდი მის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება. ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდებული სანახაობა ელით. "მადრიდის რეალი" კარგ ფორმაშია და ასე გაგრძელევა გვინდა. დიდი პატივია აქ "მილანის" წინააღმდეგ თამაში."
ხედირას "არსენალში" გადასვლა: "არაფერი გამიგია ამის შესახებ. 30 ივნისამდე ყველანაირი ჭორი შეიძლება გავრცელდეს."
30-ის თამაში: "ეს თამაში ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში დავგეგმეთ. ფეხბურთში არაა გასაკვირი, როცა ბევრი შრომა გიწევს და ამიტომაც პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ საქმეს. ამ მატჩს , როგორც მოსამზადებელ შეხვედრას ისე გამოვიყენებთ ჩემპიონატის და თასის თამაშის წინ."
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ თამაშის მოლოდინში: "ერთი კვირა დავისვენეთ და დრომ ისე გაიარა, არც კი შეგვიმჩნევია. ფიზიკური მომზადება დიდად არ გჭირდება. მაქსიმალურად ვეცდებით მოგებათ სერიის გაგრძელევას."
ფერნანდო ტორესი: "კარგი გამოცდა იქნება მის წინააღმდეგ თმაში. მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. ის მე , როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი მომწონს. ვფიქრობ , სახლში დაბრუნდა და ეს მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება."
წყარო: AS
- 29 დეკემბერი 2014
- 3 300
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.