"ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქედ მოურინიო გვინდა"
აღნიშნული ტიპის განცხადებას აკეთებენ "მადრიდის რეალის" ფეხბურთელები, იტყობინება გამომცემლობა მარკა სანდო წყაროზე დაყრდნობით
"მადრიდის რეალის" ფეხბურთელებს სურთ, რომ ჟოზე მოურინიოს ჭკუა ჩემპიონთა ლიგაზე ასწავლონ. "იმედი გვაქვს მის გუნდს შევხვდებით ჩემპიონთა ლიგაზე. თუ ფინალში გავედით, ვისურვებდით, რომ მეტოქე "ჩელსი" იყოს"-აცხადებს კლუბის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა MARCA-სთან საუბრისას.
"მან თავი უნდა დაგვანებოს. ჩვენ მისთვის არ გვცალია, იმიტომ რომ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ"-აცხადებს კლუბის ფეხბურთელი.
კლუბში ფიქრობენ, რომ 51 წლის სპეციალისტს უბრალოდ შურს "მადრიდის რეალის" იმ წარმატებების , რომელსაც მათ კარლო ანჩელოტისთან ერთად მიაღწიეს. სწორედ ამიტომაც ახსენებს ის თავის ყოფილ კლუბს ასე ხშირად. ისინი ფიქრობენ, რომ საუკეთესო გამოსავალი მოედანზე პასუხის გაცემაა.
წყარო: MARCA
- 29 დეკემბერი 2014
- 3 542
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.