"ბაიერნი" ხედირასათვის ბოლომდე იბრძოლებს
სამი ხედირას უკვე ბევრ კლუბს უკავშირებენ, მათ შორის ყველაზე რეალური არის მისი "არსენალში" ან "ბავარიაში" გადასვლა.
"მეთოფეების" განცხადებით ეს ყველაფერი ჭორია, მაგრამ ხომ გაგიგიათ კვამლი უცცეცხლოდ არ ჩნდებაო.
ტონი კროოსის წასვლის და მრავალი ფეხბურთელის ტრავმის შემდგომ, გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ხედირას დამატაება აუცილებელია.
გარდა ამისა, "ბლანკოსი" ყველა ღონეს ხმარობს, რათა ფეხბურთელი დაითანხმოს გუნდში დარჩენაზე. გასულ ზაფხულს , მათ ახალი კონტრაქტიც კი შესთავაზეს გერმანელს, თუმცა მან უარი განაცხადა.
მოდრიჩის ტრავმის შემდგომ, სემის მიეცა შანსი მოედანზე ხშირად გამოჩენის, თან მისი კონკურენტი ასიერ ილარამენდი, რომელიც "სოსიედადის" ნამდვილი ლიდერი იყო, ვერ ამართლებს მასზე გაცემულ ავანსებს, ესპანელი ნამდვილად ვერ მოერგო "რეალს".
- 29 დეკემბერი 2014
- 1 672
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.