"ბლანკოსი" ფავორიტია
"ბლანკოსის" ბოლოს ნაჩვენებმა თამაშებმა ცხადჰყო, რომ მათ შეუძლიათ კვლავ მინიმუმ 2 ჩემპიონობა იზეიმონ ამ სეზონის დასასრულის ბოლოს.
"თეთრები" ფორმის პიკში არიან და ერთი შეხედვით მათი დამარცხება თითქმის შეუძლებელი ჩანს. როგორც მადრიდში აღნიშნავენ წელს პრიორიტეტული "ლა-ლიგაა", რომელიც "რეალმა" ბოლო ხუთი წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ მოიგო, თუმცა ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ "მერენგები" ჩემპიონთა ლიგას მიატოვებენ, ამის ნათელი მაგალითი ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგი, სადაც გუნდმა ყველა თამაში მოიგო. ბევრის აზრით, ამ გუნდს შეუძლია ტრიპლეტის შესრულებაც, თუმცა ეს საკმაოდ რთულია.
"ლა-ლიგაში" "ბლანკოსი" ერთპიროვნული ლიდერია, ისინი კატალონიურ გრანდს 1 ქულით უსწრებენ და პლუს 1 შეხვედრა აქვთ რეზერვში. ბუკმეიკერები რეალის ჩემპიონობას 1.33 კოეფიციენტით აფასებენ. ლუის ენრიკეს გუნდისას კი 3.45. ხოლო რაც შეეხება გასული სეზონის ჩემპიონებს, მათი კოეფიციენტი არის 27.
ასევე ყველაზე დაბალი კოეფიციენტი აქვს "ბავარიასა" და "რეალს" ლიგის მოგებაზე, ის შეადგენს 3.60-ს. "ბარსას" ჩემპიონობას კი 6.60.
- 29 დეკემბერი 2014
- 2 221
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.