ბენზემა კვლავ ავარიის მონაწილე გახდა
ეს გამთენიისას მოხდა,ბენზემა თავის შვებულებას კუნძულზე ატარებს,ზუსტად იქ მოხდა უბედური შემთხვევა,მედია წყაროების ინფორმაციით ავარიის მიზეზი,კარიმის დაუდევრობა გახდა.
კარიმი უკვე არაერთხელ მოხვედრილა ესეთ სიტუაციაში,ამჯერად შემთხვევა შეხვედრის კუნძულზე მოხდა.კუნძული მადაგასკარის აღმოსავლეთით მდებარეობს და საფრანგეთს ეკუთვნის.სწორედ იქ ისვენებს ბენზემა,თავის მეგობარ გოგონასთან ერთად.ბოლო ინფორმაციით არც კარიმს და არც მის მეგობარ გოგონას დაზიანებები არ აქვთ.
პოლიციელების განცხადებით შემთხვევა დილის 6 ის ნახევარზე მოხდა.როდესაც წყვილი ბრუნდებოდა სასტუმრო "grand otel de lugano"-ში.
ბენზემას უკან ლამბორჯინი მოყვებოდა,თვითონ კი პორშე კარერათი მოძრაობდა.ფეხბურთელი მიხვდა,რომ სასტუმროს ეზოში არასწორად მოძრაობდა,უცბად მანქანა გააჩერა,რამაც გამოიწვია ლამბორჯინის მძღოლის დაბნევა,რის შემდეგაც იგი ბარდიულს შეასკდა.საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
კარიმი და მისი მეგობარი გოგონა დაბადების დღეს აღნიშნავდნენ,დისკოტეკაზე.თუმცა ბარის მენეჯერის განცხადებით ბენზემას ალკოჰოლი არ მიუღია.არსებობს ასევე სხვა ვერსია,რომ ბენზემა იმ მომენტში არ იმყოფებოდა საჭესთან და ეს ყველაფერი მისმა მეგობარმა როფმა ჩაიდინა.რამოდენიმე ხნის წინ ფრანგ ფეხბურთელს ასევე Q-7 ით მოძრაობისას შეემთხვა ავარია,როდესაც თავისი სახლის წინ მდებარე ხეს შეეჯახა.
- 26 დეკემბერი 2009
- 4 409
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.