ხავიერ მუნისი - ზიზუს ახალი საფეხური
ხავიერ მუნიოსი კასტილიაში ყველაზე დაფასებული ფეხბურთელია.
18 წლის ახალგაზრდა ტალანტი უკვე ჩამოყალიბდა ზიდანის რჩეულ მოთამაშედ აკადემიის შემადგენლობაში. იგი არის ნახევარმცველი, რომელსაც დიდებულად ეხერხება მეტოქისთვის ბურთის ართმევა და გამოირჩევა ზუსტი შორეული დარტყმებით.
ფრანგი მწვრთნელის ხელში მუნიოსმა ტრანსფორმაცია განიცადა და იგი ზიდანის მადლიერია. მას ოთხ უძლიერეს მოთამაშესთან მოუხდა ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა და საბოლოო ჯამში გამარჯვებულიც დარჩა.
ზიზუს განცხადებით, თუ მუნიოსი პროგრესირებას გააგრძელებს, იგი აუცილებლად მოხვდება როგორც სამეფო კლუბის ძირითად გუნდში, ასევე ეროვნულ ნაკრებშიც.
Defensacentral.com
- 28 დეკემბერი 2014
- 2 186
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.