რონალდუ და მარსელო:"ჩვენ ამას შეველევით"
კრიშტიანო რონალდუმ და მარსელომ თამამი გადაწყვეტილება მიიღეს. პორტუგალიურ-ბრაზილიური დუეტი საკუთარ ქვეყნებში ბავშვების დახმარებას საინტერესო ხერხით გეგმავენ...
ოქროს ბურთის მფლობელი და ბრაზილიელი მარცხენა მცველი წარმომადგენლების საშუალებით საკუთარი ბუცებს აუქციონის წესით გაყიდიან. ეს ბუცები მადრიდელ ვარსკვლავებს სწორედ მაშინ ეცვათ, როდესაც ევროპის სუპერთასი აღმართეს.
შემოსული თანხა ბრაზილიისა და პორტუგალიის უპატრონო ბავშვთა სახლებში გადაირიცხება. სპოტსმენებს სურთ ბავშვებს ახალი წელი გაულამაზონ.
"ჩვენ გვსურს ბავშვების დახმარება, ამისათვის მზად ვართ იმ ბუცებს შეველიოთ, რომელიც "სევილიას" დამარცხების დროს გვეცვა. გადამწყვეტი მატჩების აქსესუარებს ყოველთვის ვინახავთ, თუმცა ეს გამონაკლისი იქნება" - აცხადებენ მეგობრები.
- 28 დეკემბერი 2014
- 6 329
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.