მოდრიჩი: ”ანჩელოტის შეუძლია ”რეალის” ფერგიუსონი გახდეს”
ხორვატი ფლეიმეიქერის აზრით, იტალიელმა სპეციალისტმა 2014 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული დაიმსახურა.
"მე არ მაწუხებს ის ფაქტი, რომ დი მარია და ჩაბი ალონსო გუნდიდან წავიდნენ," - აცხადებს ლუკა. "კროოსმა და ხამეს როდრიგესმა სრულიად ჩაანაცვლეს ეს ფეხბურთელები. მათი დახმარებით, მიმდინარე სეზონში ბრწყნინვალე შედეგს ვაჩვენებთ."
"რა თქმა უნდა ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი კარლო ანჩელოტია. მას შეუძლია "მადრიდის რეალის" ფერგიუსონი გახდეს."
ხორვატმა ასევე "ან დესიმაზეც" ისაუბრა.
"სრულიად შესაძლებელია, რომ ზედიზედ მეორედ მოვახერხოთ ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა. მთავარ კონკურენტებად ბაიერნს, ჩელსის, ატლეტიკოს და ბარსელონას მივიჩნევ."
"ოქროს ბურთს რაც შეეხება, იგი უდავოდ კრიშტიანოს უნდა გადაეცეს. მას შეუდარებელი სეზონი ჰქოდა!"
- 26 დეკემბერი 2014
- 2 889
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.