რონალდუს ბრწყინვალე სტატისტიკა
გასული წელი, რონალდუსთვის საოცრად ნაყოფიერი გამოდგა, როგორც გუნდურად ისე ინდივიდუალურად.
გვერდზე რომ გადავდოთ მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც პორტუგალიელი ტრავმით თამაშობდა და ბოლომდე ვერ შეძლო მისი შესაძლებლობების გამოვლენა, მას დიდებული წელი ჰქონდა. მან მოიგო "რეალის" შემადგენლობაში "სამეფო თასი", "ჩემპიონთა ლიგა", "ევროპის სუპერ თასი" და "საკლუბო მუნდიალი". ასევე უამრავი ინდივიდუალური ჯილდო.
პორტუგალიელმა გასული 12 თვის მანძილზე ისეთ სტატისტიკა შემოგვთავაზა, რომ ალბათ რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი გვეგონა. რონიმ დაამტკიცა, მისთვის შეუძლებელი არაფერია.
კრიშტიანუ და მესი გამორჩეულები არიან, ისინი სხვა ფეხბურთელებზე ერთი თავით მაღლა დგანან. გასულ წელს პორტუგალიელმა 6 გოლით მეტის გატანა მოახერხა ვიდრე არგენტინელმა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "ბარსას" ლიდერმა უფრო მეტი შეხვედრა ჩაატარა. რონალდუ საშუალოდ 1.10 გოლს იტანს მატჩში, ხოლო მესი 0.96.
საერთო ჯამში "ასულგრანას" ფეხბურთელმა მხოლოდ ლა ლიგაში 35 გოლი გაიტანა 36 მატჩიდან, ხოლო რონალდუმ კი 38 გოლი 28 შეხვედრაში რაც საშუალოდ მატჩში 1.36 გოლს ნიშნავს.
რაც შეეხება ახალი სეზონის დასაწყის, რონალდუს ექსტრაორდინალური სტატისტიკა მან უკვე 25 გოლის გატანა მოახერხა 14 შეხვედრაში, ხოლო მესიმ 15_ის.
- 26 დეკემბერი 2014
- 3 869
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.