ანჩელოტის საშობაო მესიჯი

კარლო ანჩელოტის განცხადებით, იგი ისვენებს და ფეხბურთზე დროებით აღარ ფიქრობს.

სამეფო კლუბის იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გადაწყვიტა ფეხბურთელებს დასვენების და რელაქსაციის საშუალება მისცეს და დროებით ფეხბურთზე ფიქრისთვის თავი დაანებებინოს. ეს ყველაფერი მოთამაშეებს ფიზიკური კონდიციების აღდგენაში დაეხმარება.

ანჩელოტიმ შესანიშნავად იცის თავისი შეგირდების მონაცემები. მათთან ერთად 12 აგვისტოს კარლიტომ სეზონის პირველი ტიტული მოიგო, 20 დეკემბერს კი მიმდინარე წელს უკანასკნელი თასი აღმართა.

უკანასკნელ კვირებში "ბლანკოსის" თავკაცს გეგმებში ხელი შეუშალა გახშირებულმა ტრავმებმა, რის გამოც მან საკადრო ცვლილებები განახორციელა ძირითად შემადგენლობაში. ანჩელოტი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელები საშობაო არდადეგებს გამოიყენებენ და 27 დეკემბერს, როდესაც გუნდი ვარჯიშებს განაახლებს, უკლებლივ ყველა მოთამაშე საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდება.

მადრიდის "რეალისთვის" იანვრის თვე დატვირთული უნდა გამოდგეს, მიუხედავად იმისა, რომ "თეთრებს" ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩატარება არ მოუწევთ. ალბათ უმთავრესი შეხვედრა მომდევნო თვეში თასის თამაში იქნება, სადაც "მერენგები" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდებიან, ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ "ვალენსია" და მჭირდო კალენდარი.

Marca.com

  • Junior
  • 25 დეკემბერი 2014
  • 3 430
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)