კაზემიროზე საუბარი არ მიმდინარეობს
მოგეხსენებათ, სამი ხედირას მადრიდის "რეალიდან" აბარგება თითქმის გადაწყვეტილია, აქედან გამომდინარე სამეფო კლუბი გერმანელის შემცვლელს ეძებს. განიხილება ლუკას სილვას, კრისტოფ კრამერისა და სხვათა კანდიდატურები, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვის დაიმატებს კარლო ანჩელოტი. შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვერცერთი ფეხბურთელები ვერ გათეთრდეს. სიტუაცია ბურუსით არის მოცული...
პორტუგალიურ პრესაში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ ფლორენტინო პერესი ადრე თუ გვიან კაზემიროს მიუბრუნდება, რომელიც ამჯამად "პორტოს" ღირსებას იცავს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პორტუგალიაში არნახული პროგრესი აჩვენა და ყველას დაუმტკიცა საკუთარი შესაძლებლობები.
თავის მხრივ, მოთამაშე არც "ბლანკოსში" ითვლებოდა "უმაქნის" შეგირდად. მოედანზე შესვლისთანავე კაზე მაქსიმალურად ცდილობდა მწვრთნელისთვის საკუთარი ძალების დამტკიცებას, მაგრამ დედაქალაქში მისი ადგილი ვეღარ იპოვეს.
ბევრს უკვირს, თუ რატომ არ იჩენს პრეზიდენტი პერესი ინტერესს ბრაზილიელის მიმართ, თუმცა "პორტოს" ხელმძღვანელობამ იცის, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ტელეფონზე ფლორენტინო პერესმა დარეკოს და ექს მადრიდელის კლუბში დაბრუნება მოითხოვოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არანაირი წინაპირობა არ არსებობს.
თავად ფეხბურთელი არანაირ კომენტარს არ აკეთებს, ის მხოლოდ აქტიური ვარჯიშითა და ეფექტური თამაშით შემოიფარგლება.
- 25 დეკემბერი 2014
- 2 212
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.