მოდრიჩი იანვრის ბოლოსკენ დაბრუნდება
ხორვატი ფეხბურთელის სახეზე კვლავ ღიმილი შეინიშნება.
18 ნოემბერს მომხდარმა მოვლენამ, მადრიდული სამყარო შეძრა.თავდაპირველად, მედიკოსთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ მოდრიჩს ძალიან დიდი ხანი მოუწევდა უქმობა და ფაქტობრივად, „რეალს,“ მის გარეშე უწინასწარმეტყველებდნენ სეზონის ჩატარებსა, თუმცა ამ მომენტისათვის, საგანგაშო არაფერია.
ლუკას სარეაბილიტაციო პროცესი დაგეგმილზე ნაყოფიერად მიმდინარეობს.მოთამაშე დღითი-დღე პროგრესირებს და უკვე შორს არ არის ის დღე, როდესაც შუახაზელის დაბრუნების მომსწრენი გავხდებით.უახლესი ინფორმაციის თანახმად, მოდრიჩი იანვრის ბოლო რიცხვებში მზადყოფნაში იქნება და შესაბამისად, სრული დატვითვით დაეხმარება თანაგუნდელებს.
AS
- 24 დეკემბერი 2014
- 2 829
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.