მანჩესტერი ბეილს არ ეშვება
წითელი ეშმაკების მთავარი მწვრთნელი, მოხიბლულია უელსელი შემტევის ასპარეზობით და კლუბის ხელმძღვანელობას მისი ტრანსფერი ნომერ პირველ პრიორიტეტად განუსაზღვრა.
მანჩესტერელები აცნობიერებენ, რომ ბეილი თავს ბედნიერად გრძნობს სამეფო კლუბში და თავად ბლანკოსიც არ უჩივის ფეხბურთელის ასპარეზობას. შესაბამისად, მათ გადაწყვიტეს ფულით მოიგონ რეალისა და გარეთის გული.
გამომცემლობა AS-ის ინფორმაციით ინგლისელებმა მოამზადეს 150 მილიონი ევრო ბეილის შესაძენად. ისინი მზად არიან ზამთარშივე გაიფორმონ გარემარბი. ასეთ წინადადებაზე კი უარის თქმა ნამდვილად რთული იქნება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვან გაალი იანუზაის განათხოვრებას გეგმავს. 19 წლის ბელგიელის სხვა გუნდში გადაბარგების შემთხვევაში ვაკანტური ხდება 11 ნომრიანი მაისური, რომელსაც ბეილი ატარებს როგორც რეალში, ისე უელსის ნაკრებში.
- 23 დეკემბერი 2014
- 3 241
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.