კროოსი:"ესპანეთში გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე"
ტონი კროოსმა "მარკასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "რეალი" მისთვის დედაქალაქში გადასვლა, ახალი ცხოვრებისეული ეტაპის დაწყების ტოლფასია.
"მიუნხენის "ბაიერნის" დატოვება პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო. მე მსურდა მადრიდის "რეალის" მაისურის მორგება და ერთი წამით არ ვნანობ არჩევანს, ეს იყო დიდი ნაბიჯი, რომელმაც გაამართლა. "ბლანკოსში" გადმოსვლით ცხოვრების ახალი, ფანტატიკური ეტაპი დაიწყო."
"გერმანიის ეროვნული ნაკრები დიდ ხანს ელოდა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას. ჩვენ სამხრეთ-ამერიკაში სწორედ ამ მიზნით გავფრინდით, რადგან უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავდა და ტიტულის მოგება შეგვეძლო. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვიყავით, ეს იყო დაუვიწყარი მომენტი. როდესაც "ბრაზილია" დავამარცხეთ მივხვდით, რომ ვეღარავინ შეგვაჩერებდა. ამ წელს ბევრი რამ შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში. ვეზიარე იმ სიხარულს, რასაც მუნდიალის მოგება ჰქვია და მოვირგე მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მაისური."
"სიმართლე გითხრათ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ექსპერტი ვარ (იცინის). არაერთხელ მიასპარეზია ამ ტურნირზე და ვიცი, თუ რაოდენ რთულია ოქროს მედლის მოპოვება, რადგან აქ რადიკალურად განსხვავებული სტილისა და ფილოსოფიის გუნდები ერკინებიან ერთმანეთს. საკლუბო მუნდიალი ნამდვილად ვერ შეედრება ჩემპიონთა ლიგას, თუმცა ამ ტურნირზე წარმატების მიღწევა დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული."
"სამეფო კლუბი ერთი ოჯახივითაა, კლუბში შესანიშნავი ატმოსფეროა შექმნილი და ყველა წინსვლაზეა ორიენტირებული. ეჭვი არ გვეპარება, წარმატებული სვლა გაგრძელდება."
"აღებული ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და ტიტულების მოგებაზე ვიფიქროთ. ლა ლიგის, სამეფო თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ურთულესი იქნება, რადგან მოწინააღმდეგე მხარეს დიდი გუნდები წარმოადგენენ. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირზე გამოდიან "ჩელსი", "ბაიერნი" და სხვები, ესპანეთში კი "ატლეტიკოსთან" და "ბარსელონასთნ" კონკურენცია გვიწევს."
- 23 დეკემბერი 2014
- 2 674
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.