"სან ლორენცოს" კაპიტანი აღფრთოვანებულია
"სან ლორენცოს" კაპიტანმა, ხუან მერსიერმა არგენტინულ რადიოში მადრიდელთა სიმამაცესა და ნიჭიერებაზე ისაუბრა.
"ჩვენ საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა. გავედით მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რასაც ბევრი კლუბი ვერ ახერხებს. ვგეგმავდით, რომ მადრიდელებთან მაქსიმუმ ხუთმეტრიანი დაშორება გვქონოდა მინდორზე, რადგან ისინი ძალიან ძლიერები და სწრაფები არიან. ვფიქრობ, ტაქტიკურად ძალიან სწორად ვითამაშეთ."
"მეორე ნახევარში ჩვენი გუნდი გაცილებით უფრო კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე პირველ ტაიმში. 90 წუთის განმავლობაში ველოდებოდით და ვცდილობდით მომენტების გამოყენებას. გამარჯვება და თასის აღმართვა გვინდოდა, თუმცა ეს ვერ შევძელით."
"მსაჯებით კმაყოფილი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ არბიტრები სამეფო კლუბის მხარეს იყვნენ. უბრალოდ მადრიდის "რეალი" ჩვენზე ძლიერია და გამარჯვება მათ იზეიმეს. განსაკუთრებით რთული ყოფილა BBC–ს (ბენზემა, ბეილი, რონალდო) წინააღმდეგ თამაში. ისინი უმაღლესი კლასის ფეხბურთელები არიან."
Marca.com
- 23 დეკემბერი 2014
- 2 862
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.