კაკას თამაში ოსასუნასთან საეჭვოა

რიკარდო კაკას მკურნალობის პროცესი კარგად მიდის მაგრამ მისი თამაში ოსასუნას წინააღმდეგ საეჭვოა...

მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ 2010 წლის პირველ მატჩში ბრაზილიელი ნახევარმცველი მონაწიელობას მიიღებდა თუმცა ამის შანსი ძალიან პატარაა, რადგან ფეხბურთელი სრულად არ არის გამოჯანმრთელებული.

კაკას ურჩევნია არ ითამაშოს პამპლონელთა წინააღმდეგ და არ გაირთულოს საქმე. სანამ ტრავმას ბოლომდე არ მოირჩენს რიკარდო არ გავა მოედანზე რათა თავიდან აიცილოს დაბრკოლებები.

,,ბლანკოსის" მთავარ მწვრთნელს კაკას დანაკლისი აწუხებს მაგრამ იცის, რომ მას ჰყავს რაფაელ ვან დერ ვაარტი , რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და რიკარდოს არყოფნას არ დაატყობს გუნდს.

ოსასუნასთან ალბათ სწორედ რაფაელი იქნება სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო პამპლონელებთან მატჩის შემდეგ რეალს მალიორკასთან ექნება სათამაშო , სადაც კაკას თამაში უკვე შესაძლოა შესაძლებელი იყოს.

შეგახსენებთ, ფეხბურთელმა ტრავმა ბარსელონასთან მატჩში მიიღო, ამის შემდეგ კი ალმერიასთან ტკივილგამაყუჩებლით გავიდა და იქაც დარტყმა მიიღო სწორედ ამან გამოიწვია დაზიანების კიდევ უფრო გართულება.

  • Hala
  • 26 დეკემბერი 2009
  • 3 420
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)