„რეალმა“ ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა 2014 წელს
მიმდინარე წლის განმავლობაში, სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს ესპანეთის ჩემპიონატში.
კალენდარული წლის მონაცემებით, მადრიდელები 85 ქულით იწონებენ თავს და 6 ქულით უსწრებენ „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს.“ისიც აღსანიშნავია, რომ ანჩელოტის შეგირდებს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული, ვიდრე პრიმერა დივიზიონის დანარჩენ ბინადრებს (გარდა „სევილიისა“).
რაც შეეხებათ ბომბარდირებს, კრიშტიანუ რონალდუმ 38 შედეგიანი დარტყმა განახორციელა 2014 წელს ლა ლიგის მასშტაბით, ხოლო მესიმ 35 და ადურისმა 18.
MARCA
- 22 დეკემბერი 2014
- 4 014
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.