რონალდუ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ბრაზილიაში

ბრაზილიურმა ჟურნალმა Placar-მა, მიმდინარე წლის 50 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

ნიშანდობლივი და სასიამოვნოა, რომ პირველი ადგილი „რეალის“ პორტუგალიელ გოლეადორს ერგო და მასთან ერთად, კიდევ 6 მადრიდისტა მოხვდა ჩამონათვალში (კროოსი (8), ხამესი (9), ბეილი (13), მოდრიჩი (24), ბენზემა (32) და ნავასი (37)).

„კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაზე გოლების რეკორდული რაოდენობა დააგროვა, პრიმერა დივიზიონში 23 ჰეთ-თრიქს მოუყარა თავი, ხოლო 2014 წელს „რეალს“ მიერ გატანილი 178 ბურთიდან, 60 მის ანგარიშზეა.რომ არა ფიზიკური პრობლემები, რონალდუს მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებაც შეეძლო.მან ბრწყინვალედ დაიწყო მიმდინარე სეზონიც - 15 მატჩში 25 გოლი“ - ასე დაახასიათეს ბრაზილიელმა ჟურნალისტებმა პორტუგალიელი გოლეადორი.

რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილს, მესი და ნეიმარი იყოფენ მას, ხოლო ორმოცდაათეულში ყველაზე დიდი დელეგაცია „ბაიერნს“ ჰყავს, რომელიც 9 მოთამაშისგან შედგება.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (107)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)