კროოსი: "სენსაციური წლის მშვენიერი დასასრული"
ტონი კროოსი "სან ლორენცოსთან" დაპირისპირებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გერმანელმა ნახევარმცველმა მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ტონი, რამდენად მნიშვნელოვანია მადრიდის "რეალისთვის" და პირადად თქვენთვის საკლუბო მუნდიალის მოგება?
"მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგება მარტივი არ არის. უპირველეს ყოვლისა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული უნდა გახდე, რათა ამ გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო. გასულ სეზონში, როდესაც "ბლანკოსმა" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული მოიპოვა, მე მიუნხენის "ბაიერნში" ვირიცხებოდი, წელს კი "რეალს" დავემატე და ერთად მოვიგეთ მუნდიალი."
მადრიდის "რეალმა" ზედიზედ 22 მატჩი მოიგო. თქვენი აზრით, რამ გააძლიერა სამეფო კლუბი ასე?
"მოტივაციის უმაღლეს საფეხურზე ვდგავართ. ჩვენი ამოცანა თითოეული სიახლის შეთვისება და შესწავლაა. გვინდა რომ ლა ლიგის გამარჯვებულები გავხდეთ მიმდინარე სეზონში და ჯერ-ჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ლოგიკურია, რომ ჩვენ ადრე თუ გვიან ქულებს დავკარგავთ და შესაძლოა რომელიმე მატჩი დავმარცხდეთ, მაგრამ მთავარია არ მოვდუნდეთ და თავდაუზოგავად ვარჯიში გავაგრძელოთ."
თქვე "მერენგების" რიგებში ექვსი თვის წინ ჩაირიცხეთ, თუმცა ისე ჩანს, თითქოს მთელი ცხოვრებაა მადრიდის "რეალში" თამაშობთ. როგორ შეეგუეთ ასე მალე სამეფო კლუბის სათამაშო სტილს?
"ჩემი რეზულტატით გაკვირვებული არ ვარ, რადგან სათამაშო სტილთან შესაჩვევად ბევრა რამეზე უარს ვამბობ და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ. აგრეთვე სწავლას და განვითარებას ვაგრძელებ საფეხბურთო თვალსაზრისით."
რა როლი გაკისრიათ თქვენ მადრიდის "რეალში"?
"მე ჩემი მოვალეობები მაქვს, როგორც გუნდის დანარჩენ ფეხბურთელებს. როდესაც მინდორზე გამოვდივარ, ვალდებული ვარ მთავარი მწვრთნელის თითოეული მითითება პირნათლად შევასრულო. მუდამ ვცდილობ მოედნის შუაგულში ბურთის დაჭერაში და მის გაკონტროლებაში დავეხმარო თანაგუნდელებს."
რა არის თქვენი მიზანი 2015 წლისთვის?
"ჩვენი უმთავრესი ამოცანა და სურვილი ყველა ჩემპიონატის მოგებაა. "ატლეტიკო" და "ბარსელონა" ჩვენი უმთავრესი მეტოქეები არიან ლა ლიგაში და კოპა დელ რეიში. აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონობის წართმევას ეცდებიან "ბაიერნი" და "ჩელსი". მათთან გამკლავება რთული იქნება, თუმცა შეუძლებლად არ მიმაჩნია ამ ბარიერის გადალახვა."
- 21 დეკემბერი 2014
- 4 305
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.