რამოსი: „გავრისკე, მაგრამ არ ვნანობ“
განვლილი საკლუბო მუნდიალის გმირმა, სერხიო რამოსმა, ფინალის შემდეგ შთაბეჭდილებები გაუზიარა ჟურნალისტებს.
„ვფიქრობ, ეს დღე განსაკუთრებულია მადრიდისტებისათვის და ჩვენც, სწორედ მათ ვუძღვნით მოპოვებულ ტიტულს.სიმართლე გითხრათ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოედანზე გამოსვლით რისკზე წავედი, თუმცა არ ვნანობ და საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.“
„კმაყოფილი ვარ ჩემი ასპარეზობით.ვცდილობ, საუკეთესოდ წარმოვაჩინო შესაძლებლობები და გოლებითაც ვეხმარები გუნდს.მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი პირველია კლუბის ისტორიაში.ქომაგებთან ერთად, ოჯახსაც ვუძღვნი ჩემპიონობას.“
„ყველაზე მთავარია გუნდური წარმატება.“
AS
- 21 დეკემბერი 2014
- 5 077
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.