"იუნაიტედი" სატრანსფერო რეკორდის დამყარებას აპირებს
მანჩესტერ "იუნაიტედმა" გარეთ ბეილის შეძენა გადაწყვიტა და უკან დახევას არ აპირებს.
"ტოტენჰემში" ასპარეზობის დროს "წითელმა ეშმაკრებმა" არაერთხელ მიმართეს უელსელ ვარსკვლავს, თუმცა ბეილი მათ მუდამ უარით ისტუმრებდა. წელს კი "იუნაიტედის" წარმომადგენლები კვლავ გააქტიურდნენ და ამჯერად მადრიდის "რეალის" პრეზიდენტთან გეგმავენ ოფიციალურ ვიზიტს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მანჩესტერელები მზად არიან ბეილის სანაცვლოდ "ბლანკოსს" 114 მილიონი ევრო შესთავაზონ და სატრანსფერო ღირებულებების რეკორდი დაამყარონ (აქამდე ამ ფასად არცერთი ფეხბურთელი არ გაყიდულა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში).
Goal.com
- 20 დეკემბერი 2014
- 6 892
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.