ვალტერი კანემანი: "სამეფო კლუბი დაუნდობელია"
"სან ლორენცოს" ცენტრალურმა მცველმა, ვალტერ კანემანმა მადრიდის "რეალს" მრისხანე და დაუნდობელი უწოდა.
"მადრიდის "რეალი" არის ძლიერი, მრისხანე და დაუნდობელი გუნდი. მათ დამარცხებას ვეცდებით, თუმცა ვერ შეგპირდებით, რომ ეს მარტივი იქნება. მთავარია დაცვაში ყურადღებით ვითამაშოთ და შეტევის ხაზმა თითოეული მომენტი მაქსიმალურად გამოიყენოს."
"ჩვენ, "სან ლორენცოს" ფეხბურთელებს დიდი მისია გვაკისრია. "ბლანკოსის" დამარცხება ამ ეტაპზე მსოფლიო გრანდებსაც კი გაუჭირდებათ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტები ვართ."
"მინდა პირადის სიმპატია გამოვთქვა "თეთრების" იტალიელი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის მიმართ. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა და მინდა მთელი გულით ვუსურვა წარმატება, გენიოს ტაქტიკოსს."
Bernabeudigital.com
- 20 დეკემბერი 2014
- 2 014
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.