ზიდანი: „ეს იყო ერთ-ერთი ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში“
ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუს დროს, ზინედი ზიდანი გამოტყდა, რომ უსაზღვრო ბედნიერი იყო, როდესაც პერესმა „რეალში“ თამაში შეთავაზა.
„ტექნიკური შესაძლებლობები განასხვავებს ფეხბურთელებს ერთმანეთისაგან.რაც უფრო ტექნიკურ ხარ, მით უფრო მაღალ მწვერვალზე შეგიძლია ასვლა.ბუნებრივია, ყველაფრის სწავლა შესაძლებელია, თუმცა ბევრი რამ შიგნიდან მოდის.“
„14 წლის ასაკში დავტოვე სახლი, რაც ძალიან მძიმე იყო.ღამით, ძილის წინ, მეტირებოდა ხოლმე და ოჯახზე ვფიქრობდი.ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ჩემით უნდა მესწავლა საჭმლის მომზადება, რეცხვა და ა.შ.“
„ბედნიერი ვარ, რომ შვილებმა ჩემი პროფესია აირჩიეს.როდესაც ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ, ისინი მოწყვეტილნი არიან სხვა რაღაცებს.“
„იტალიური ჩაცმის სტილი არაჩვეულებრივია.“
„ერთ-ერთ ვახშამზე, ფლორენტინომ ხელსახოცი მომცა, სადაც ეწერა - „გსურს „რეალში“ თამაში?“ - რა თქმა უნდა, ვუპასუხე - „დიახ.“ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში.“
„ვცდილობ, მოდურად ჩავიცვა.ძალიან მომწონს ელეგგანტური ტანისამოსი, ხოლო საყურე, ბრასლეტი ან ბეჭედი, საქორწინო რგოლის გარდა, ჩემთვის შეუფერებლია.“
AS
- 19 დეკემბერი 2014
- 3 630
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.