ანჩელოტი: „ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული...“
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალის წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.
„კონტრაქტთან დაკავშირებულ საკითხებზე, 2015 წელს ვიმსჯელებთ.რაც მთავარია, კლუბს აქვს თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და შეთანხმებას აუცილებლად მივაღწევთ.ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, 2030 წლამდეც გავიხანგრძლივებდი სამეფო კლუბის სათავეში ყოფნის ვადას.“
„შეიძლება ითქვას, რომ შემადგენლობა მზად არის ფინალის სათამაშოდ.გუნდი კარგ კონდიციებში იმყოფება.ფეხბურთელები თავდაჯერებულნი გავლენ მწვანე მინდორზე და ვიმედოვნებ, ტიტულით დავბრუნდებით მადრიდში.“
„ხამესი სრულად გამოჯანმრთელდა და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ვარჯიშობს.რაც შეეხება რამოსს, მას გარკვეული პრობლემები აწუხებდა განვლილი თამაშის შემდეგ და ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება მის ასპარეზობასთან დაკავშირებით.“
„ვფიქრობ, სანახაობრივ ბურთაობას შევთავაზებთ გულშემატკივრებს.“
„ჩვენ ვაკვირდებით არა მეტოქე ფეხბურთელების განცხადებებს, არამედ მათ მდგომარეობას.“
„კრიშტიანუ კმაყოფილია.პორტუგალიელი იმედოვნებს, რომ დიდებულ ფინალს ჩაატარებს.“
„ჩიჩარიტო სასტარტო შემადგენლობაში არ იასპარეზებს.ჩვენ აუცილებლად დავუძახებთ, თუ მისი დახმარება დაგვჭირდა.განვლილ სეზონში, სათადარიგო ფეხბურთელების დიდი ღვაწლით მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა.“
AS
- 19 დეკემბერი 2014
- 5 953
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.