2015 წლის მძიმე დასაწყისი

მადრიდის "რეალს" 2015 წლის დაწყება ურთულესი მატჩებით მოუწევს, კარლო ანჩელოტისთვის 2015 წლის პირველი თვე შესაძლოა ბევრ ასპექტში გარდამტეხიც იყოს...

4 იანვარს დედაქალაქელები "ვალენსიაში" ჩაფრინდებიან, სადაც ადგილობრივებთან გაარკვევენ ურთიერთობას. მატჩი "მესტალიაზე", თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. "ღამურები" მიმდინარე სეზონში საკმაოდ ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ და ოთხეულში გასვლის იმედი აქვთ.

7 იანვარს "მერენგები" "ვისენტე კალდერონს" ესტურმებიან, სადაც არანაკლებ მძიმე მატჩის ჩატარება მოუწევთ. მეტოქე "ატლეტიკო" იქნება, მატჩი კი სამეფო თასის ეგიდით, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

10 იანვარს კი "ბლანკოსი" საშინაო არენაზე კატალონიის "ესპანიოლს" მიიღებს. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე შედგება.

როგორც ვხედავთ, დედაქალაქელებს 4-იდან 10 იანვრის ჩათვლით 3 პაექრობის გამართვა უწევთ, თანაც მაღალი კლასის გუნდებთან. ამ დაპირისპირებებმა შესაძლოა ბევრი რამ გადაწყვიტოს როგორც სამეფო თასზე, ასევე ლა ლიგაში, სადაც "ბლანკოსი" ლიდერად გვევლინება.

  • Hala
  • 19 დეკემბერი 2014
  • 5 971
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (107)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)