კარიმ ბენზემა 27 წლის გახდა
დღეს მადრიდის "რეალის" ფრანგ ფორვარდს, 27 წელი შუესრულდა...
ბენზემა საფრანგეთის ქალაქ ლიონში, 1987 წლის 19 დეკემბერს დაიბადა. ამავე ქალაქში გადადგა მან პირველი საფეხბურთო ნაბიჯები, შემდეგ კი საფეხბურთო კლუბ "ლიონის" მთავარ დამრტყმელ ძალას მოგვევლინა.
2009 წლის ზაფხულში ფლორენტინო პერესმა 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ კარიმი "ბლანკოსში" ჩარიცხა. "ცხრიანი" სამეფო კლუბში უკვე მე-6 სეზონს ატარებს, ამ ხნის მანძილზე ფრანგს 258 მატჩი დაუგროვდა და 125-ჯერ შეძლო მეტოქის კარში ბურთის გახვევა. კარიმი საშუალოდ 2 პაექრობაში ერთხელ იტანს, თუმცა ხშირად გამოირჩევა საგოლე გადაცემებით.
ბენზემამ ამ ხნის მანძილზე არაერთ ტიტულს მოუყარა თავი, რომელსაც ხვალ შესაძლოა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატოს დაემატოს.
- 19 დეკემბერი 2014
- 1 494
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.