კარლოსი:"კრიშტიანო ბევრად უფრო საჭიროა, ვიდრე ლიონელ მესი"
რობერტო კარლოსმა მადრიდის "რეალის" ირგვლის განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა...
"მადრიდის "რეალს" ამ ეტაპზე ვერ ეყოლება სათანადო კონკურენტები. მსოფლიო მუნდიალი მნიშვნელოვანი ტურნირია, მაგრამ "ბლანკოსის" დონის არცერთი კოლექტივი არ გახლავთ."
"კრიშტიანო რონალდუ დღევანდელ დღეს გაცილებით უფრო საჭირო მოთამაშეა, ვიდრე ლიონელ მესი. პორტუგალიელ ფეხბურთელს შესანიშნავი ეპოქა უდგას და ეჭვი არ მეპარება ოქროს ბურთის მფლობელი გახდება."
"ის, რაც "რეალმა" შარშან გააკეთა ურთულესია, წელს დედაქალაქელებს იგივეს გამეორება გაუჭირდებათ, თუმცა ყველა რესურსი არსებობს, რადგან კოლექტივს სათავეში კარლო ანჩელოტი უდგას, რომელიც დიდუდებლი მწვრთნელი გახლავთ. ანხელ დი მარია და ჩაბი ალონსო უმაღლეს დონეს წარმოადგენენ, მათი დანაკლისის აღმოფხვრა ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ ხამეს როდრიგესსა და ტონი კროოსს, რომლებმაც ბრწყინვალედ ჩაანაცვლეს წასული ფეხბურთელები. ამ ეტაპზე "მერენგებს" დანაკლისის არაფერი ეტყობათ."
"სამხრეთ ამერიკელთათვის საკლუბო მუნდიალი ჩემპიონთა ლიგას უტოლდება. სამწუხაროდ, ლიგა მხოლოდ ევროპელებისთვის არის, აქედან გამომდინარე სამხრეთ-ამერიკელთა წარმომადგენლები მსგავსი დონის ტურნირში მონაწილეობას ვერ იღებენ."
"იკერის შესაძლებლობები ბევრმა ეჭვქვეშ დააყენა, მაგრამ ის მუდმივად ამტკიცებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო კიპერია."
"მარსელო საკუთარ პოზიციაზე უბადლოა. ბრაზილიას ჰყავს მაქსველი და ფილიპე, თუმცა ჩემთვის ვიეირა ნომერ პირველია, რომელსაც ნაკრებში უნდა უხმონ. იყო დრო, როდესაც მე და კაფუმ "სელესაოში" ინოვაცია შევიტანეთ, როდესაც ფლანგურ გარღვევებში ვერთვებოდით და დროის უმოკლეს მონაკვეთში საკუთარ პოზიციას ვუბრუნდებოდით, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის ანალოგიურად იქცევა."
"ლუკას სილვამ ძალიან კარგად იცის თუ როგორ უნდა ითამაშოს, ის ინტელიგენტი ფეხბურთელია და ვფიქრობ, თავისუფლად შეუძლია მადრიდის "რეალში" თავის გამოჩენა. სილვა დიდი ფეხბურთელია, მისი მონაწილეობით არაერთი შეხვედრა მაქვს ნანახი და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მის შესაძლებლობებში."
- 18 დეკემბერი 2014
- 3 939
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.