ბენზემამ პაინოს გადაასწრო
"კრუს ასულთან" გატანილი გოლით კარიმ ბენზემამ საკუთარ ანგარიშზე 125-ე ბურთი მიითვალა, რომლითაც ლეგენდარულ პაინოს გადაასწრო...
ფეხბურთელი, რომელიც მეექვსე სეზონს ატარებს "ბლანკოსში" 100 ბურთიან ნიშნულს უკვე დიდი ხანია გასცდა, ახლა კი მისი მიზანი ფერნანდო იეროსა და მიჩელის მაჩვენებლების გაუმჯობესება იქნება, რომლებიც შესაბამისად 127 და 130 შედეგიან დარტყმას მოითვლიან.
კარიმს ესპანეთის ლა ლიგაში 80-ჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული. ჩემპიონთა ლიგაში 29 გოლით იწონებს თავს, ამასთანავე ფრანგი მოთამაშე საკმაოდ ნაყოფიერია ესპანეთის სამეფო თასზე, სადაც მის აქტივში 14 გოლია აღნიშნული.
გარდა ზემოხსენებული მაჩვენებლებისა ფრანგმა ფორვარდმა თითო-თითო გოლის გატანა მოახერხა ესპანეთის სუპერთასსა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.
- 18 დეკემბერი 2014
- 1 942
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.