კარვახალი ანჩელოტის არჩევანს უზღუდავს
დანი კარვახალის პროგრესი მთავარ მწვრთნელს არჩევანის გაკეთების საშუალებას აღარ აძლევს.
კურიოზულია ის ფაქტი, რომ აქამდე ჩემპიონთა ლიგის არცერთი შეხვედრა მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ესპანელი ფლანგელი სასტარტო შემადგენლობაში არ დაუწყია. კარლო ანჩელოტი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატს, გამოცდილ მარჯვენა მცველს, ალვარო არბელოას ანდობს.
მატჩიდან მატჩამდე კარვახალი ამტკიცებს, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. დანიმ უმაღლეს დონეზე იასპარეზა საკლუბო მუნდიალის ნახევარფინალში, სადაც "თეთრებმა" "კრუს ასული" დაამარცხეს. მადრიდელი ტალანტი შეუდარებელი იყო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც.
რომ არა კარვახალის ჩინებული ჩართვები მარჯვეა ფლანგიდან, შესაძლო მადრიდის "რეალს" იოლად ვერ დაემარცხებინა მეტოქე. მეორე საგოლე გადაცემის ავტორე სწორედ მადრიდელთა მე-15 ნომერი იყო, რომელმაც ფრთაზე მეტოქე მოატყუა და ბენზემაზე გააკეთა ზუსტი გადაცემა, რომელმაც თავის მხრივ გარჯა არ დაუკარგა ახალგაზრდა თანაგუნდელს და ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია.
ლისაბონის ფინალის შემდეგ კარვახალის პროგრესი გამაოგნებელია. მას უკვე ნამდვილად აქვს პრეტენზია, რომ ესპანეთის ნაკრების უცვლელი წევრი გახდეს. სრულიად გუნდის პროგრესზე ისაუბრა სერხიო რამოსმაც: "მიმდინარე სეზონი მადრიდის "რეალისთვის" რეკორდების დასამყარებლად იდეალური შანსია. ყველა გაოცებულია ჩვენი თამაშით და ვაპირებთ ბოლომდე დავიხარჯოთ, რათა ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ."
Goal.com
- 17 დეკემბერი 2014
- 4 212
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.