ბეილი ალან შირერს უმიზნებს
გარეთ ბეილი ნელ-ნელა ფორმას კრეფს. მისი ორი უკანასკნელი მატჩი ("ალმერია", "კრუს ასული") ნაყიფიერი აღმოჩნდა.
უელსელმა ვარსკვლავმა თავისი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე შემდეგი სტატუსი დაპისტა: "ალან შირერის ლეგენდარული თავური დარტყმებისთვის ვემზადები". საქმე იმაშია, რომ ბეილი ბოლო პერიოდში მეორე სართულზე ორთაბრძოლაში ხშირად ჯობნის მცველებს და მისი დარტყმები კარის ჩარშოსკენ ზუსტად მიდის.
"მადრიდელმა გულშემატკივარმა მაროკოში გაიხარა. მათი ქომაგობის ხარჯზე სამეფო კლუბმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. გოლის გატანის რეალური შანსები გვქონდა, თუმცა შედეგიანად ჩვენი შეტევები მხოლოდ ოთხჯერ დასრულდა, არადა გაცილებით უფრო დიდი ანგარიშით შეგვეძლო გამარჯვება."
"ჩვენი მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო. "კრუს ასული" მაღალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მათთან თამაშით ჩვენ დიდი გამოცდილება მივიღეთ, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოგვადგება."
"უკვე ჩვენი ყურადღება შემდეგი მატჩისთვის არის კონცენტრირებული. ვეცდებით ჩვენი ფანები კიდევ ერთი გამარჯვებით გავახაროთ და მიმდინარე წელი მსოფლიო ჩემპიონის რანგში დავასრულოთ."
Goal.com
- 17 დეკემბერი 2014
- 3 680
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.