„რეალმა“ ფინალისათვის დაიწყო მზადება
„კრუს ასულის“ განადგურების შემდეგ, მადრიდელმა ფეხბურთელებმა ფინალზე დაიწყეს ფიქრი.
განვლილ პაექრობაში სასტარტო შემადგენლობაში მოასპარეზე ფეხბურთელები, სასტუმროს სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდნენ, ხოლო ხედირამ, ხამესმა, ნაჩომ, მედრანმა, კოენტრაუმ, ვარანმა, არბელოამ, ხესემ, კასილასმა, ნავასმა და პაჩეკომ სტადიონზე ივარჯიშეს.
მნიშვნელოვანია, რომ სრული დატვირთვით მუშაობს აგრძელეს კოლუმბიელი ნახევარმცველიც, რომელმაც 6 დეკემბერს მიიღო დაზინაება.როდრიგესი მზადყოფნაში შეხვდება ტურნირის ბოლო დაპირისპირებას.
შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ფინალი 20 დეკემბერს გაიმართება.„რეალის“ მოწინააღმდეგე, „სან ლორენცოსა“ და „ოკლენდ სიტის“ შორის გამარჯვებული იქნება.
- 17 დეკემბერი 2014
- 3 280
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.